რადიკალი აქტივისტის თვდასხმა
მორიგი „აღშფოთებული მოქალაქის“ უკან ამჯერადაც რადიკალური ოპოზიციის აქტივისტი აღმოჩნდა. ანი ქარქაშაძე გამოფენაზე მყოფ დეპუტატ ნინო წილოსანს დაუპირისპირდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ანი ქარქაშაძე აქტიურად გამოირჩევა რადიკალური რიტორიკით ოპოზიციის ორგანიზებულ აქციებზე. პარლამენტის ვიცე-სპიკერი ამბობს, რომ მსგავსი ქმედებები ზიზღის და აგრესიის გაღვივებას უწყობს ხელს.
