გადაბრალების პოლიტიკა
არ ცხრება ინტერესი მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ ფრანგულ არბიტრაჟში წაგებულ საქმესთან დაკავშირებით. 6 დღის შემდეგ მამუკა ხაზარაძეს მოუწია ამ თემაზე მედიასთან კომენტარის გაკეთება. სტილი ისევ დაცული იყო, არბიტრაჟის ვერდიქტი ხაზარაძემ სამწუხარო ფაქტად შეაფასა, მაგრამ ანაკლიის პორტის პროექტის ჩაგდება ისევ მმართველ ძალას დააბრალა.
