პასუხი დეზინფორმაციაზე
საერთაშორისო ექსპერტების მიერ გაკეთებული დასკვნების მიუხედავად, ქართული ენჯეო სექტორის ნაწილი კვლავ იმის მტკიცებას, რომ ტრაგედიის თავიდან აცილება შეიძლებოდა. დღესვე თეა გოდოლაძის ამ განცხადებას და დასკვნას პრემიერ მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურნენ. ირაკლი კობახიძის და შალვა პაპუაშვილის თქმით, გოდოლაძის, ისევე როგორც ოპოზიციის განცხადებები შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით, სიცრუე, დეზინფორმაცია და ტრაგედიით მანიპულირებაა. მათ ასევე ისაუბრეს მთავრობის გეგმებზე ადრეული შეტყობინების სისტემებთან დაკავშირებით.
