ოპოზიციურ ფლანგზე მიმდინარე პროცესებს სახელისუფლებო გუნდის ლიდერები აფასებენ
ოპოზიციურ ფლანგზე მიმდინარე პროცესებს სახელისუფლებო გუნდის ლიდერები აფასებენ. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, დღეს საქართველოში პარტიების მრავალფეროვნება არ არსებობს და მათ ერთი საერთო სახელი ჰქვიათ - "ნაციონალური მოძრაობა", რომელსაც პაპუაშვილის თქმით მხარდამჭერებიც აღარ ჰყავს. ვიცე პრემიერი თეა წულუკიანი კი პარტია ევროპულ საქართველოში მიმდინარე პროცესებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. მინისტრი ოპოზიციურ ფლანგზე არსებულ სიტუაციას საცოდაობას უწოდებს.
