გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, თბილისში, ქართული აგრო-სასურსათო პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა მოეწყო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, თბილისში, ქართული აგრო-სასურსათო პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. ღონისძიების სტუმრებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულმა მწარმოებლებმა შესთავაზეს ქართული ღვინო და სხვადასხვა სახის ტრადიციული ნაწარმი. სოფლის განვითარების სააგენტო ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას უწყობს ხელს, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.
