„ნაციონალური მოძრაობისგან“ ყველაფერი მოსალოდნელია - ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმესთან დაკავშირებით საუბრისას გააკეთა
შალვა პაპუაშვილმა ის წინასაარჩევნო პერიოდიც გაიხსენა, როცა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში კონკრეტული გეგმის გამო შემოაპარეს. რეზონანსულ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები ინტენსიურად მიმდინარეობს. დღემდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მოწმის სტატუსით არაერთი პირი გამოიკითხა. ხოლო, მათ ვინც სუსში გამოკითხვაზე უარი თქვეს, გამომძიებლების კითხვებს მაგისტრანტი მოსამართლის თანდასწრებით საქალაქო სასამართლოში უპასუხეს.
