ერთი წელი შოვის ტრაგედიიდან, რომელსაც 33 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ერთი წელი შოვის ტრაგედიიდან, რომელსაც 33 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სტიქიური უბედურების ადგილზე ტაძრის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. გარდა ამისა შოვში გარდაცვლილთა პატივსაცემად მემორიალიც განთავსდება. ტრაგედიის წლისთავზე შოვში პრემიერ მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარესთან, თბილისის მერთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად იმყოფებოდა. სახელისუფლებო გუნდის ლიდერებმა კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს ტრაგიკულად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და მათ თხოვნების დაკმაყოფილებას დაჰპირდნენ.
