ეთნოგრაფიულ მუზეუმში ანსამბლ „დიდგორისა“ და სამეფო ნაციონალურ ბალეტ „ფოცხიშვილების“ პირველი ერთობლივი კონცერტი გაიმართება
ეთნოგრაფიულ მუზეუმში ანსამბლ „დიდგორისა“ და სამეფო ნაციონალურ ბალეტ „ფოცხიშვილების“ პირველი ერთობლივი კონცერტი გაიმართება. ანსამბლები მაყურებლის წინაშე წარმოადგენენ ქართულ ფოლკლორსა და ქორეოგრაფიას. კონცერტი კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერილი პროექტის - „ამღერებული მუზეუმის“ - ფარგლებში, ხვალ 19:00 საათზე, ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმის ამფითეატრში გაიმართება.
