საქართველოს ძიუდოს ნაკრებმა ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა
საქართველოს ძიუდოს ნაკრები, რომელსაც ოლიმპიურ თამაშებზე დებიუტი ჰქონდა, გუნდურ შეჯიბრს მერვედფინალში გამოეთიშა. ჩვენი ქვეყნის მეტოქე იტალია იყო. ქართველი ძიუდოისტებიდან თავიანთი ბრძოლები ეთერ ლიპარტელიანმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა და ვიცე ჩემპიონმა ილია სულამანიძემ მოიგეს. სამივე მათგანმა მეტოქე იპონზე დააგდო. გამარჯვებულის ვინაობა ბრმა წილისყრის შედეგად გაირკვა, სადაც 73 კილოგრამი ამოვიდა. შესაბამისად მეორე ბრძოლის ჩატარება ლაშა შავდათუაშვილს მოუწია. ზაფხულის თამაშების სამგზის პრიზიორმა ლომბარდის წინააღმდეგ მეორე ბრძოლაც დათმო და მეოთხედფინალში იტალიის შერეული გუნდი გავიდა.