აშშ-მა სანქცირებულ მოსკოვის საფონდო ბირჟასთან ფინანსური ოპერაციების წარმოება 12 ოქტომბრამდე დაუშვა
აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს უცხოურ აქტივებზე კონტროლის სამმართველომ ნება დართო კონტრაგენტებს ფინანსური ოპერაციები აწარმოონ სანქცირებულ მოსკოვის საფონდო ბირჟასთან მიმდინარე წლის 12 ოქტომბრის ჩათლით. ინფორმაცია ამის შესახებ უცხოურ აქტივებზე კონტროლის სამმართველოს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
