თურქეთის მთავრობამ ინსტაგრამი დაბლოკა
თურქეთის მთავრობამ ინსტაგრამი დაბლოკა. წვდომის შეზღუდვის მიზეზად ოფიციალური ანკარა სოციალური კონტენტის მხრიდან „ჰამასის“ ლიდერის ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შესახებ გამოხმაურებებისა და სამძიმრების დაბლოკვას ასახელებს. ანკარაში აცხადებენ, რომ ინსტაგრამმა ამ გადაწყვეტილებით კანონი დაარღვია. როდემდე გაგრძელდება თურქეთში ინსტაგრამზე შეზღუდვა ჯერ უცნობია.
