თურქეთის სამხრეთ აღმოსავლეთ პროვინცია დიარბაკირში გამართული საპროტესტო აქცია მასობრივ არეულობაში გადაიზარდა
მასობრივ არეულობაში გადაიზარდა თურქეთის სამხრეთ აღმოსავლეთ პროვინცია დიარბაკირში გამართული საპროტესტო აქცია. ადგილობრივები დაჯგუფება „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის გასაპროტესტებლად გამოვიდნენ. აქცია ერთ-ერთ რესტორანთან მოეწყო, დემონსტრანტებმა პოლიციელებს და კვების ობიექტს ქვები დაუშინეს.
