მიხეილ სარჯველაძე გაეროს მუდმივ კოორდინატორს შეხვდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში, დიდიე ტღებიუკს შეხვდა. მხარეებმა, ერთობლივი პროექტები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე შეთანხმდნენ. აღინიშნა, რომ საქართველო წარმატებით და ნაყოფიერად თანამშრომლობს გაეროს ორგანიზაციებთან ჯანდაცვის, სოციალური თუ ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით. ჯანდაცვის მინისტრმა, გაეროს მუდმივ კოორდინატორს, მიმდინარე რეფორმებისა და პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. საუბარი შეეხო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას, ჯანდაცვის სერვისებზე ფინანსური და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, ასევე სოციალურ საკითხებს.
