„აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ თელავში დემოკრატიის სახელით ფესტივალს მართავს
„აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ თელავში დემოკრატიის სახელით ფესტივალს მართავს. ორგანიზაცია, რომელიც ენჯეო სექტორიდან პოლიტიკაში წასულ ლევან ცუცქირიძეს უკავშირდება წინასაარჩევნო აგიტაციის პლატფორმას ოპოზიციას უხსნის. ფესტივალის ტერიტორიის დიდი ნაწილი სწორედ ოპოზიციური პარტიების პავილიონებს ეთმობა. ფესტივალის ორგანიზატორები, რომლებიც დანიის პარტიებისა და დემოკრატიის ინსტიტუტიდან ფინანსდებიან, დღევანდელი აქტივობებით ოპოზიციის პიარში პრობლემას ვერ ხედავენ.
