ერთი წელი შოვის ტრაგედიიდან - მომხდარ ტრაგედიას სახელისუფლებო გუნდის ლიდერები კიდევ ერთხელ იხსენებენ
სტიქიამ, რომლის თავიდან აცილებაც გეოლოგების დასკვნით შეუძლებელი იყო, 33 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მთიდან დიდი სიჩქარით დაძრული 5 მილიონზე მეტი კუბური მეტრი მყარი მასა კურორტის ტერიტორიას დაეცა. დამანგრეველმა ღვარცოფმა ყველაფერი მიწასთან გაასწორა. სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები ადგილზე შეუჩერებლად მიმდინარეობდა, ტრაგედიამ არაერთი გმირი გაგვაცნო. ზუსტად ერთი წლის შოვში მომხდარ ტრაგედიას სახელისუფლებო გუნდის ლიდერები კიდევ ერთხელ იხსენებენ და სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებენ.
