ოლიმპიურ თამაშებზე ერთმანეთს ლეგენდარული ნოვაკ ჯოკოვიჩი და დებიუტანტი კარლოს ალკარასი შეხვდებიან
ოლიმპიურ თამაშებზე ფინალისტების ვინაობა ცნობილია. გადამწყვეტ შეხვედრაში ერთმანეთს ლეგენდარული ნოვაკ ჯოკოვიჩი და დებიუტანტი კარლოს ალკარასი შეხვდებიან. არცერთ მათგანს ოლიმპიური ჩემპიონობა აქამდე არ მოუპოვებიათ, ნოვაკის ყველაზე დიდი მიღწევა ზაფხულის თამაშების ბრინჯაოს მედალია, რომელიც 2008 წელს პეკინში მოიპოვა. ფინალი 4 აგვისტოს, თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება.
