ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში „ილიაობა“ აღინიშნა
ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში „ილიაობა“ აღინიშნა. დღესასწაულის ფარგლებში, ბიზნეს-სექტორის დაფინანსებით, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ყველა შესაბამისი უწყების მხარდაჭერით, საგურამოს ახლად რეაბილიტირებულ სკვერში ილია ჭავჭავაძის ბიუსტი გაიხსნა. სკულპტურის ავტორი მოქანდაკე გიორგი კიკვაძეა. ღონისძიებას ქვემო ქართლის მხარემ უმასპინძლა. მათ მიერ წარმოდგენილი იყო კულტურული სახის აქტივობები.
