ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება გრძელდება
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება გრძელდება. ჯვარცხმის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ვაზიანში, ბეტონის საფარი დაიგო სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, სასაფლაოებთან მისასვლელ გზებზე. პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 255 ათასამდე ლარით დაფინანსდა.
