ევროკომისიამ შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე რეაგირებისთვის ოფიციალური პირებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფი ჩამოაყალიბა
ევროკომისიამ შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე რეაგირებისთვის ოფიციალური პირებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფი ჩამოაყალიბა. ცნობას გამოცემა „ფაინენშალ ტაიმსი“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ევროკომისია მოემზადება დონალდ ტრამპის თეთრ სახლში შესაძლო დაბრუნებისთვის, ასევე დაადგენს, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ევროკავშირზე კამალა ჰარისის პრეზიდენტობას. ამასთან, კომისია მსჯელობს, როგორ უნდა მოემზადოს ბრიუსელი შტატების არჩევნების შემდეგ შეცვლილი პოლიტიკისთვის და როგორ უპასუხოს მას.
