ერთი წელი შოვის ტრაგედიიდან
ერთი წელი შოვის ტრაგედიიდან. სტიქიამ, რომლის თავიდან აცილებაც გეოლოგების დასკვნით შეუძლებელი იყო, 33 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მთიდან დიდი სიჩქარით დაძრული 5 მილიონზე მეტი კუბური მეტრი მყარი მასა კურორტის ტერიტორიას დაეცა. დამანგრეველმა ღვარცოფმა ყველაფერი მიწასთან გაასწორა. სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები ადგილზე შეუჩერებლად მიმდინარეობდა, ტრაგედიამ არაერთი გმირი გაგვაცნო.
