ინდოეთში მაშველები წყალდიდობის დროს დაკარგულ მოქალაქეებს ეძებენ
5 დაღუპული და 50 დაკარგული - ინდოეთში მაშველები წყალდიდობის დროს დაკარგულ მოქალაქეებს ეძებენ. ამ დროისთვის, სამაშველო ოპერაციის ფარგლებში, 1000--მდე ადამიანის გადარჩენა შეძლეს. წყალდიდობა ინდოეთის ჩრდილოეთ ნაწილში ხანგრძლივ წვიმას მოჰყვა. ქვეყნის სამხრეთში მდებარე შტატში კი მასშტაბური მეწყრის და ნგრევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 256-მდე გაიზარდა. 200-ზე მეტ დაკარგულ ადამიანს კი ამ დრომდე ეძებენ.
