რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი საზეიმოდ, მრავალფეროვანი ღონისძიებებით დაიხურა
რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი საზეიმოდ, მრავალფეროვანი ღონისძიებებით დაიხურა. ბოლო საფესტივალო დღეს ფოთში პოლონურმა დასმა წარადგინა სპექტაკლი. კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით რეგიონული თეატრების მეათე საერთაშორისო ფესტივალს 26 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით ფოთისა და სენაკის მუნიციპალიტეტებმა უმასპინძლა. წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობდნენ , როგორც ადგილობრივი, ისე უცხოეთიდან ჩამოსული დასები. ფესტივალი ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით აღდგენილ სენაკის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიხსნა, გაიმართა ფესტივალის ათწლიანი ისტორიის ამსახველი კატალოგის პრეზენტაცია, რომელიც კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით გამოიცა.
