თავდაცვის მინისტრი სამხედრო კაპელანებს შეხვდა
თავდაცვის მინისტრი სამხედრო კაპელანებს შეხვდა. ირაკლი ჩიქოვანმა ქართული ჯარისთვის კაპელანების მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა და ინსტიტუტის გაძლიერებაში თანადგომა აღუთქვა. სამინისტროს ფინანსური დახმარებითა და მხარდაჭერით თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში აშენებულია და მოქმედებს 19 ტაძარი, ხოლო მშენებლობის პროცესშია 5 ეკლესია.
