ე.წ ლამინირებულ პირადობის მოწმობებს იურიდიული ძალა დაეკარგა
ეგრედ წოდებულ ლამინირებულ პირადობის მოწმობებს იურიდიული ძალა დაეკარგა. იმისათვის, რომ მოქალაქეებმა, სერვისებით სარგებლობა უპრობლემოდ შეძლონ და არ შეექმნათ დაბრკოლება აუცილებელია მიმართონ იუსტიციის სახლის ფილიალებს, მობილურ იუსტიციის სახლებს და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს. პირადობის მოწმობას შეცვლა უფასოა. ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, 2024 წლის 1-ლი ივლისიდან კანონის შესაბამისად საქართველოში იურიდიული ძალა დაეკარგა 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემულ პირადობის მოწმობებს. სამინისტროს განცხადებით, იმ მოქალაქეების ინტერესების დაცვის მიზნით, ვისაც ჯერ კიდევ არ შეუცვლია ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობა, სახელმწიფომ, მიიღო გადაწყვეტილება კიდევ ერთი თვის განმავლობაში სერვისებზე შეუფერხებელი წვდომა შეუნარჩუნდეთ. აღნიშნული წესი დროებითია და არ ნიშნავს ლამინირებული პირადობის მოწმობებისთვის მოქმედების ვადის გაგრძელებას.
