სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსებიდან 9 წლის აღსანიშნავად სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ბაზაზე საჩვენებელ-საწვრთნელი ღონისძიება ჩატარდა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსებიდან 9 წლის აღსანიშნავად სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ბაზაზე საჩვენებელ-საწვრთნელი ღონისძიება ჩატარდა. გაიმართა დაჯილდოების ცერემონია. გრიგოლ ლილუაშვილმა მებრძოლებს პროფესიული დღე მიულოცა და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. საჩვენებელ სწავლებაზე წარმოდგენილი იყო სპეცტექნიკა, სპეციალური საბრძოლო სატრანსპორტო საშუალებები, სწავლებაში ჩართული იყო ვერტმფრენი. შესრულდა კონტრტერორისული ოპერაციის სხვადასხვა ღონისძიება.
