ამერიკული ონლაინ გამოცემა საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს
ამერიკული ონლაინ გამოცემა საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს, სადაც მიმოხილულია ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური ვითარება და საერთაშორისო ურთიერთობები. პუბლიკაციაში ნათქვამია , რომ ქართული პოლიტიკა არა რუსეთის ან დასავლეთის დაქვემდებარებაშია, არამედ ორინტირებულია ქვეყნის ეროვნული ინტერესებით. „შეწყვიტეთ საქართველოსთან, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების და დასავლეთის ქმნილებასთან მოპყრობა“- წერს სტატიის ავტორი და ამბობს, რომ აუცილებელია დასავლელმა პოლიტიკოსებმა ქართული რეალობა გაითავისონ. ამერიკული გამოცემა ყურადღებას უთმობს პოლიტიკურ რეიტინგებს, წერს, რომ „ქართული ოცნება“ საზოგადოებაში მეტი მხარდაჭერით სარგებლობს, ვიდრე რომელიმე ოპოზიციური პარტია.
