საზოგადოების თანასწორუფლებიანი დაცულობით, საქართველო მსოფლიოში 33-ე ადგილზეა
საზოგადოების თანასწორუფლებიანი დაცულობით, საქართველო მსოფლიოში 33-ე ადგილზეა. გლობალური დემოკრატიის საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაციის „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, ჩვენმა ქვეყანამ შეფასების 100 პროცენტიანი სისტემით 84, 9 მეათედი პროცენტი მიიღო. ამ მაჩვენებლით საქართველო უსწრებს ამერიკის შეერთებული შტატებს, კანადას, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, ესპანეთს, პორტუგალიას, ლიეტუვას, ხორვატიას, საბერძნეთს, სლოვაკეთს, რუმინეთს, ბულგარეთს, უნგრეთს, თურქეთს, ისრაელს, თანასწორობის დაცულობის ინდექსი იკვლევს , რამდენად ეფუძნება თანასწორობას სახელმწიფოს მიერ სოციალური ჯგუფების უფლებებისა და თავისუფლების დაცვა. „დემოკრატიის მრავალფეროვნება“ კი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სამეცნიერო თანამშრომლობის პროექტია.
