დონალდ ტრამპი დასავლეთსა და რუსეთს შორის პატიმრების გაცვლის შეთანხმების შესახებ დეტალების გასაჯაროებას ითხოვს
დონალდ ტრამპი დასავლეთსა და რუსეთს შორის პატიმრების გაცვლის შეთანხმების შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაჯაროებას ითხოვს. სოციალურ ქსელში, ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი დაინტერესდა, მოუწია თუ არა შეერთებულ შტატებს, შეთანხმების ფარგლებში, მკვლელების და კრიმინალების გათავისუფლება. დონალდ ტრამპის თქმით, მას ტყვეებზე შეთანხმების ფარგლებში, არაერთი მძევალი დაუბრუნებია, თუმცა მეორე ქვეყნისთვის სანაცვლოდ არავინ გადაუცია. ამერიკის პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი მიიჩნევს, რომ მსგავსი პრეცედენტი სამომავლოდ უარყოფით შედეგებს მოიტანს.
