ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი რუსეთის პატიმრობიდან გათავისუფლებულ ამერიკის მოქალაქეებს ენდრიუსის სამხედრო ავიაბაზაზე დახვდნენ
ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი რუსეთის პატიმრობიდან გათავისუფლებულ ამერიკის მოქალაქეებს ენდრიუსის სამხედრო ავიაბაზაზე დახვდნენ. დასავლეთსა და მოსკოვს შორის, ცივი ომის შემდეგ, პატიმრების ყველაზე მასობრივი გაცვლის ფარგლებში, ჟურნალისტები ივან გერშკოვიჩი და ალსუ კურმაშევა, ასევე ამერიკელი სამხედრო პოლ ველანი და კრემლის კრიტიკოსი ვლადიმერ კარა მურზა შტატებში დაბრუნდნენ. ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ მიღწეული შეთანხმების ფარგლებში, რუსეთმა დასავლეთის ქვეყნებში 16 პატიმარი დააბრუნა, სანაცვლოდ კი, 8 პატიმარი მიიღო.
