ქართველ სპორტსმენთა ოლიმპიური ასპარეზობის დრამატული ეპიზოდები
24 წლიანი პაუზის შემდეგ, ქართველი მოკრივე ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალშია. ლაშა გურულს უკვე გარანტირებული აქვს ბრინჯაოს მედალი. რაც შეეხება ნახევარფინალს, ის 4 აგვისტოს გაიმართება, ქართველი სპორტსმენის მეტოქე კუბელი მოკრივე იქნება. დაძაბული ფინალი გაიმართა ძიუდოში. ილია სულამანიძემ ოქროს მედალი დათმო და ვიცე ჩემპიონი გახდა. ოლიმპიური ასპარეზობის დრამატული ეპიზოდები ნახეთ სოფო ერქვანიას სიუჟეტში.
