ბიძინა ივანიშვილი და ეკატერინე ხვედელიძე თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე ეკატერინე ხვედელიძე თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ და თანაუგრძნობენ ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს. “დიდია თენგიზ ცერცვაძის წვლილი ქართული მედიცინის განვითარებაში, ასევე გამორჩეულია მისი როლი საქართველოს მიერ კოვიდ 19-ის პანდემიის წარმატებულად მართვაში” - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.
