პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიას „საზოგადოება ქართული” ეხმიანება
პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიას, რომელიც მწვავე კრიტიკის საგანი გახდა, “საზოგადოება ქართული” ეხმიანება. წერილში ნათქვამია, რომ ღონისძიების ე.წ. მხატვრული ინტერპრეტაციები იყო პროვოკაცია და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა, რაც არაერთი კონფესიის წარმომადგენელმა დაგმო. “საზოგადოება ქართული” მიიჩნევს, რომ პარიზის ოლიმპიადის სკანდალმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ყველამ უნდა გამოიჩინოს სამოქალაქო სიმტკიცე, დადგეს იდენტობის და მშვიდობის სადარაჯოზე.
