ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით უკრაინაში მორიგი საკადრო ცვლილება იგეგმება
უკრაინაში მორიგი საკადრო ცვლილება იგეგმება. ამის შესახებ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციული ვიდეო მიმართვისას განაცხადა და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე მთავრობის მეთაურთან, დენის შმიგალთან უკვე ისაუბრა . ივლისში უკრაინული გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ წერდა, რომ ზელენსკის გარემოცვის ცნობით, ის სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალის შეცვლას გეგმავს.
