ახალი სახელმწიფო პროგრამა მეფუტკრეებისთვის - სკების ღირებულების 50%-ის დაფინანსება
ახალი სახელმწიფო პროგრამა ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყრუთში ადგილობრივ მეფუტკრეებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გააცნეს. მეფუტკრეებს დაუფინანსდებათ სკების ღირებულების 50% არაუმეტეს 70 ლარი სკაზე, მაგრამ არაუმეტეს 5,000 ლარი ერთ ბენეფიციარზე გადაანგარიშებით. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად პოტენციურ ბენეფიციარს უნდა ჰყავდეს არანაკლებ 10 ფუტკრის ოჯახი (არანაკლებ 10 სკა), პროგრამის აუცილებელი პირობაა, რომ პოტენციური ბენეფიციარი რეგისტრირებული იყოს ბიზნესოპერატორად.
