ამერიკული ონლაინ-ჟურნალი „Responsible Statecraft“ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება
შეწყვიტეთ საქართველოსთან, როგორც აშშ-ის და დასავლეთის ქმნილებასთან მოპყრობა“ - ამის შესახებ წერია სტატიაში რომელსაც ამერიკული ონლაინ-ჟურნალი, „Responsible Statecraft“ (რესფონსბლ სტეით ქრაფტი) ავრცელებს, სტატიაში - ვკითხულობთ, რომ დღევანდელი ქართული პოლიტიკა არა რუსეთის ან დასავლეთის დაქვემდებარებაშია, არამედ განსაზღვრულია იმით, თუ რა წარმოადგენს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. სტატიაში საუბარია ანაკლიის პორტის მშენებლობაზე, მოახლოებულ ოქტომბრის არჩევნებზე , ნათქვამია ისიც, რომ დიდია ალბათობა, დასავლური ინსტიტუტების უმრავლესობამ ავტომატურად ოპოზიციის მხარე დაიჭიროს, რისთვისაც ნიადაგი უკვე მომზადებულია. სტატიაში დასავლელ ოფიციალურ პირებს და კომენტატორებს 2020 წლის არჩევნების გამოცდილებასაც ახსენებენ .