საზოგადოების თანასწორუფლებიანი დაცულობით საქართველო მსოფლიოში 33-ე ადგილზეა
გლობალური დემოკრატიის საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაციის კვლევის თანახმად - საზოგადოების თანასწორუფლებიანი დაცულობით საქართველო მსოფლიოში 33-ე ადგილზეა და დიდი შვიდეულის 4 ქვეყანას უსწრებს. საქართველომ შეფასების 100%-ანი სისტემით 84,9%-ი მიიღო. თანასწორუფლებიანი დაცულობის ინდექსი იკვლევს, რამდენად ეფუძნება თანასწორობას, სახელმწიფოს მიერ სოციალური ჯგუფების უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა. საქართველო რეიტინგში უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატს, ნატოს ან/და ევროკავშირის წევრ 17 ქვეყანას, დიდი შვიდეულის 4 სახელმწიფოს და სხვადასხვა განვითარებულ ქვეყნებს. „დემოკრატიის მრავალფეროვნება“ არის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სამეცნიერო თანამშრომლობის პროექტი უშუალოდ დემოკრატიაზე. მისი სათავო ოფისი დაფუძნებულია შვედეთში, გოტენბურგის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების დეპარტამენტში. ორგანიზაცია ერთ-ერთია იმ კვლევით პროექტებს შორის, რასაც მსოფლიოს ბანკის “გლობალური მმართველობის ინდიკატორები” და ატლანტიკური საბჭოს „თავისუფლების ინდექსი“ ეფუძნება.
