რეგიონული თეატრების ფესტივალი
რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი სრული ანშლაგით დასრულდა. ფესტივალის ფარგლებში, ფოთის თეატრის სეზონი რეჟისორ საბა ასლამაზიშვილის სპექტაკლ „ქარიშხლით“ დაიხურა. ფესტივალი 26 ივლისს ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით განახლებულ სენაკის აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიხსნა. რიგით მეათე საიუბილეო ფესტივალი კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა და დღეს გალაკონცერტით დაემშვიდობება მაყურებელს.
სიუჟეტის ავტორი: შორენა კოპალეიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
