რუსული გაზი ევროპაში
რუსული ენერგო გიგანტის „გაზპრომის“ მიერ ევროპის მიმართულებით ბუნებრივი აირის ყოველდღიურმა ექსპორტმა ივლისის თვეში წლის უმაღლეს ნიშნულს მიაღწია. კერძოდ რუსული გაზსადენებით ევროპის ქვეყნებში ბუნებრივი აირის მიწოდების საშუალო მაჩვენებელი წინა თვესთან შედარებით 12%-ით, გასული წელთან შედარებით კი 5.7%-ით გაიზარდა. სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, საერთო ჯამში, „გაზპრომის“ ბუნებრივი აირის ევროპაში ექსპორტმა წელს 18 მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბა.
