სუსის პროფესიული დღე
საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის დაარსებიდან 9 წელი შესრულდა. პროფესიული დღე სამსახურის უფროსს და თანამშრომლებს პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ მიულოცეს. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განსაკუთრებულ როლს ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების იდენტიფიცირებასა და პრევენციაში, ასევე ოკუპაციის თანმდევ პროცესებზე რეაგირების კუთხით.სამსახურის დაარსების დღესთან დაკავშირებით, უწყების 380 თანამშრომელი დაჯილდოვდა. ჯილდო გადაეცათ შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძეს.
