გერმანული გამოცემა „ველტი“ წერს, რომ დასავლეთს უკრაინის ომში გამარჯვების არ სჯერა
გერმანული გამოცემა „ველტი“ წერს, რომ დასავლეთს უკრაინის ომში გამარჯვების არ სჯერა და მომავალ წლამდე ცეცხლის შეწყვეტა სურს. სტატიაში ნათქვამია, რომ ბრიუსელში თითქმის აღარავის აქვს იმედი, რომ უკრაინა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს დაიბრუნებს, თუმცა ამაზე საჯაროდ საუბარს ერიდებიან. გამოცემას დიპლომატიური წყაროები უდასტურებენ, რომ ფრონტზე ვითარება იმდენად რთულია, რომ დასავლეთის სამხედრო და დიპლომატიურ წრეებში ომის აქტიური ფაზის დასრულებას ექვსი ან ცხრა თვის განმავლობაში ვარაუდობენ. ამასთან, „ველტის“ ცნობით, დასავლეთს ვითარების ესკალაციისა და პუტინის არაპროგნოზირებადი ქმედებების ეშინია.
