ენტონი ბლინკენი, ახლო აღმოსავლეთში ფართომასშტაბიანი ომის თავიდან არიდების შესახებ
ენტონი ბლინკენი, ახლო აღმოსავლეთში ფართომასშტაბიანი ომის თავიდან არიდების მიზნით, ყველა მხარეს სწორი გადაწყვეტილებების მიღებისკენ მოუწოდებს. დაჯგუფება ჰამასის პოლიტიკური ლიდერის, ისმაილ ჰანიეს ლიკვიდაციის შემდეგ, ამერიკის სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ რთულია იმის პროგნოზირება, თუ რა გავლენას მოახდენს ასეთი ინციდენტი მოვლენების შემდგომ განვითარებაზე. ენტონი ბლინკენმა ასევე აღნიშნა, რომ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა ისრაელის, პალესტინელებისა და მთელი რეგიონის ინტერესებში შედის.
