პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი სპორტსმენების წარმატებულ ასპარეზობას პრემიერი მინისტრი გამოეხმაურა
ირაკლი კობახიძემ ლაშა ბექაურს ოქროს, ტატო გრიგალაშვილს კი ვერცხლის მედლების მოგება მიულოცა. ირაკლი კობახიძემ საქართველოს ოლიმპიური გუნდის შედეგებზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანას შორის მე-14 ადგილს იკავებს, რაც დიდი მიღწევაა.
