ილია სულამანიძე პარიზის ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალშია
23 წლის ძიუდოისტმა იტალიელი ჯენარო პირელის დამარცხების შემდეგ, მოქმედ იაპონელ ოლიმპიურ ჩემპიონს აარონ ვოლფს სძლია და საუკეთესო ოთხეულში მოხვდა. ფინალური ბლოკი თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება. დღეს ტურნირზე კიდევ ერთი ქართველი - მოკრივე ლაშა გურული იასპარეზებს. საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ანგარიშზე ორი მედალია - ლაშა ბექაურის ოქროს და ტატო გრიგალაშვილის ვერცხლი.
