მმართველი გუნდი საინფორმაციო გამოცემა „გრეიზოუნის“ სტატიას აფასებს
საინფორმაციო გამოცემა „გრეიზოუნის“ სტატიას „დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ საქმიანობასთან დაკავშირებით მმართველი გუნდი აფასებს. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები აცხადებენ , რომ სწორედ „ნედია “ ის ორგანიზაცია, რომლის ფინანსებიც გაუმჭვირვალეა. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ არაერთი მცდელობის მიუხედავად „ნედი “ გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ კითხვებს უპასუხოდ ტოვებს. „გრეიზოუნი“ სტატიაში წერს, რომ დემოკრატიის ეროვნული ფონდი წლების განმავლობაში ანტისამთავრობო ოპოზიციურ ჯგუფებს აფინანსებდა იმ ქვეყნებში, სადაც, გამოცემის ინფორმაციით, ვაშინგტონს ხელისუფლების ცვლილება სურდა.
