პრემიერ მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ეკონომიკური ზრდის ექვსი თვის მონაცემები შეაჯამა
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკა 9%-ით გაიზარდა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია რეგიონსა და ევროპაში. პრემიერის თქმით, მთავრობა გეგმავს ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნებას მომდევნო თვეების განმავლობაში.
