ანაკლიის პროექტზე საერთაშორისო ტენდერში ბელგიურმა კომპანიამ გაიმარჯვა
ანაკლიის პროექტზე საერთაშორისო ტენდერში ბელგიურმა კომპანიამ გაიმარჯვა, რომელსაც სფეროში საქმიანობის 86 წლიანი გამოცდილება აქვს. იან დე ნული სამუშაოს ფარგლებში ანაკლიის ნავსადგურის აკვატორიას გააღრმავებს. ცნობისთვის, ევროპული კომპანიის ბრუნვა ორნახევარ მილიარდ ევროს შეადგენს. ის აქტიურად იყო ჩართული პანამის არხის გაფართოების პროცესში და ახლაც, ახორციელებს არაერთ მნიშვნელოვან პროექტს მსოფლიოში. პრემიერ მინისტრმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ანაკლიის პროექტის სტრატეგიულ მნიშვნელობას ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვა.
