ანაზღაურებად სტაჟირებაზე კონკურსი ცხადდება
საჯარო სტრუქტურებში სტაჟირების გავლის მსურველ კურსდამთავრებულებს ხვალიდან 8 აგვისტოს ჩათვლით შეეძლებათ განაცხადი გააკეთონ. პრემიერ მინისტრის განცხადებით, სტაჟირების გავლის შესაძლებლობას 3000-მდე კურსდამთავრებული მიიღებს, ეს კი მათთვის კარიერული წინსვლის მნიშვნელოვან საფუძველს შექმნის.
