რთველის სუბსიდირება მიმდინარე წელსაც გაგრძელდება
პრემეირ მინისტრის განცხადებით, მნიშნელოვანია, რომ სრულად დაბინავდეს ყურძნის მსოავალი და ფერმერებმა ადექვატური შემოსავალი მიიღონ. ირაკლი კობახიძის თქმით, 2024 წელს ყურძნის საპროგნოზო მოსავალი დაახლოებით 300 ათას ტონას შეადგენს. პრემიერი ამბობს, რომ სახელმწიფოს ჩართულობით 20 ათასზე მეტ მევენახეს მოსავლის რეალიზაციის საშუალება მიეცემა. მთავრობის მეთაურის თქმით, წლიდან წლამდე ქვეყანაში მევენახეობა და მეღვინეობა ვითარდება, ამ დარგის მიმართ სახელმწიფოს მხარდაჭერა კი დიდია.
