ქართველი სპორტსმენების პარიზის ოლიმპიადაზე გამარჯვებას მთავრობის წარმომადგენლები ულოცავენ
პარიზის ოლიმპიადაზე მოპოვებულ გამარჯვებას ლაშა ბექაურს და სრულიად საქართველოს მმართველი გუნდის წარმომადგენლები სოციალურ ქსელში ულოცავენ. მისალოცი განცხადება გამოაქვეყნეს პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და თბილისის მერმა. სახელისუფლებო გუნდი ოლიმპიურ გუნდს წარმატებას უსურვებს.
