პრემიერ მინისტრი ქართველი სპორტსმენების წარმატებას მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა
პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი სპორტსმენების წარმატებულ ასპარეზობას პრემიერი მინისტრი მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა. ირაკლი კობახიძემ ლაშა ბექაურს ოქროს, ტატო გრიგალაშილს კი ვერცხლის მედლების მოგება მიულოცა. ირაკლი კობახიძემ საქართველოს ოლიმპიური გუნდის შედეგებზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანას შორის მე-14 ადგილს იკავებს, რაც დიდი მიღწევაა. პრემიერმა წარმატება უსურვა მიმდინარე ასპარეზობაში მონაწილე სპორტმენებს ილია სულამანიძეს და ლაშა გურულს.
